საქართველო აზერბაიჯანში, საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობს

საქველმოქმედო ღონისძიება „Treasures and Wines Around the World“ ბაქოში 22 თებერვალს გაიმართა. საქველმოქმედო საღამოს ფარგლებში, ტრადიციულად, წარმოდგენილი იქნა 50-მდე ქვეყნის ღვინო და ეროვნული პროდუქცია. 

ქართული ღვინის პოპულარიზაციის, ცნობადობის ამაღლებისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს სტენდზე, საელჩოს მიერ ფართოდ იქნა წარმოდგენილი ალკოჰოლური სასმელებისა და ეროვნული სამზარეულოს მრავალფეროვანი ასორტიმენტი, სხვადასხვა სახის ნუგბარი, აგრეთვე სუვენირები, რომლებიც ასახავენ ქვეყნის ტრადიციებს, კულტურასა და ხელოვნებას.

ღონისძიებაში, რომელსაც ორგანიზება გაუწიეს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში აკრედიტებული საელჩოების ხელმძღვანელებმა, მონაწილეობდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები და კერძო კომპანიები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.