ასოციაცია “Les Gens Du Monde en France à Rennes – მსოფლიოს ხალხები” ბრიკინში მიიწვიეს

ასოციაცია “Les Gens Du Monde en France à Rennes – მსოფლიოს ხალხები” საფრანგეთის ქალაქ რენის ბრიკინის ახალგაზრდული ცენტრის კულტურის სახლში გამართულ ღონისძიებაზე იყო მიწვეული.

საქართველოს კულტურის, ხელოვნების, სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით, ასოციაციასთან არსებულმა ქართული ცეკვის ანსამბლმა ” გვირილამ”, ფოლკლორულმა ანსამბლმა ” წინწყარომ” და რენის საკვირაო სკოლამ “ფესვები” დამსწრე საზოგადოებას  ქართული ცეკვები, სიმღერები წარუდგინა, საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა კი ქართული ლექსები წაიკითხეს.

ფრანგმა საზოგადოებამ  ქართული სამზარეულოს კერძები: ნიგვზიანი ფხლების ასორტი, ასევე ნიგვზიანი ბადრიჯანი და ხინკალი დააგემოვნა. დარბაზობის შემდეგ, ასოციაციის ანსამბლებმა ” გვირილამ” და “წინწყარომ”  დასკვნითი კონცერტი გამართეს.

დამსწრე საზოგადოება, როგორც ფრანგები, ასევე ბრაზილიელები, მაროკოელები და სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები აღფრთოვანებას გამოხატავდნენ ქართული ფოლკლორის, ხალხური ცეკვების შესრულების შემდეგ და აპლოდისმენტებს არ იშურებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.