ახალი ამბები განათლება დიასპორები

ათენის ქართულ ინსტიტუტში ბერძნული ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ათენის ქართულ ინსტიტუტში  ბერძნული ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ათენის ქართული ინსტიტუტის დირექტორი პროფ. ავთანდილ მიქაბერიძე უძღვებოდა.

დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მოესმინა მოხსენებები ბერძნული და ქართული ენების მჭიდრო კავშირების შესახებ, ასევე ბერძნულ – ქართული მრავალსაუკუნოვანი მთარგმნელობითი ურთიერთობებისა და ქართული ელინისტიკის ისტორიის, მიღწევებისა და სამომავლო პერსპექტივების თაობაზე.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ელინისტი და მთარგმნელი თათია მთვარელიძე, ათენის აკადემიის 2014 წლის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი, მწერალი მარტი ლამბრუ, ცნობილი ბერძენი მსახიობი და მწერალი, დრამატული ხელოვნების პროფესორი პარის კაციველოსი, ბერძენი მწერალი და მთარგმენლი დიმიტრის ნიკუ, ლეგენდარული ბერძენი მომღერალი და მწერალი იოვანა, რომელმაც ქართული სიმღერები “თბილისო“ და „სულიკო“ შეასრულა.

სხვა სიახლეები

3 აპრილს ბერლინიდან თბილისში დამატებითი ავიარეისი შესრულდება 

Editor

საქართველოს ელჩი ავსტრალიაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა 

Editor

Aegean Airlines-ი ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს

Editor

ინფორმაცია იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისთვის

Editor

ბანგკოკი-თბილისი-ბანგკოკის მიმართულებით, პირდაპირი ჩარტერული რეისები დაინიშნა

Editor

მართლმადიდებელი სამყარო 28 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს

Editor