ახალი ამბები

გერმანულმა გამოცემამ ხატია ბუნიათიშვილი ბეთჰოვენს შეადარა 

რამდენიმე დღის წინ გერმანული გამოცემა stuttgarter-nachrichten-ის ვებ-გვერდზე ხატია ბუნიათიშვილის შესახებ სტატია გამოქვეყნდა, სახელად “პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი: ვუნდერკინდი როგორც ბეთჰოვენი”. 

“ბეთჰოვენს ყოველთვის მიიჩნევდნენ ინდივიდუალისტად და თავდაჯერებულად – სხვა მიზეზებთან ერთად, სწორედ ეს აკავშირებს საერთაშორისოდ ცნობილ პიანისტს კომპოზიტორთან”- ნათქვამია სტატიაში.

გამოცემა ქართველი მუსიკოსის მიერ მიღწეულ კარიერულ წარმატებებსაც განიხილავს და აღნიშნავს, რომ “ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მსგავსად, რომელმაც  პირველი კონცერტი 6 წლის ასაკში გამართა, პიანისტსაც ხშირად ვუნდერკინდად აღიქვამდნენ. ხატიამ სწორედ 6 წლის ასაკში გამართა პირველი კონცერტი თბილისის კამერულ ორკესტრთან ერთად, 10 წლის ასაკში კი პირველი საერთაშორისო გამოსვლაც ჰქონდა.”

stuttgarter-nachrichten  ქართველი მუსიკოსის საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეხება – ” იგი ერთ-ერთია იმ ხელოვანთა შორის, რომლებიც მუდმივად მხარს უჭერენ სირიის სამოქალაქო ომის მსხვერპლებს. ხატია მუდმივად აპროტესტებს ადამიანის უფლებების დარღვევას და არის ორი საქველმოქმედო ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩი” – ნათქვამია სტატიაში.

სხვა სიახლეები

2019 წელს საქართველომ ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები დააფიქსირა

Editor

ქართველი ემიგრანტები გიორგი სინომიშვილის გადასარჩენ საქველმოქმედო აქციაში ერთვებიან 

Editor

ქართველი სტუდენტები ჰააგის უნივერსიტეტში კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ

Editor

“ხელნაწერები საუბრობენ დაფარულზე” – გამოფენა ნიდერლანდებში 

Editor

ფრანგული გამოცემა საქართველოს მაღალმთიანეთით დაინტერესდა 

Editor

კონკურსი საბავშვო ჟურნალების გამოსაცემად

Editor