ახალი ამბები

დიმიტრი ბრიკმანის ფოტოგამოფენას ,,იერუსალიმი – არა მხოლოდ ქალაქი” თბილისის ისტორიის მუზეუმი მასპინძლობს

თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ დიმიტრი ბრიკმანის ფოტოგამოფენას ,,იერუსალიმი – არა მხოლოდ ქალაქი“.

ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილია დიმიტრი ბრიკმანის თვალით დანახული იერუსალიმი, სადაც ყველაფერი ყოველთვის შეუმჩნევლად ცვალებადი და სხვადასხვაგვარია. ავტორი თვლის, რომ ნამუშევრების ჟანრებად დაყოფა პირობითია და ,,იერუსალიმი ყოველივეს თავად აწესრიგებს“.

ფოტოგამოფენა ავტორის მცდელობაა გაიაზროს ის, რის გვერდითაც ხშირად ისე ჩაივლი, რომ ვერც კი ამჩნევ. იგი რწმენისა და რელიგიის გააზრების ზღვარზე არსებულ ამ მნიშვნელოვან და იდუმალ ქალაქს იღებს თავის წამიერ გაელვებაში.

როგორც თავად ფოტოგრაფი ამბობს – ,,წამის შეჩერება შეუძლებელია, თუმცა შეიძლება ფიზიკურად გაჩერდე და მშვიდად დაინახო და გაიაზრო…“.

დიმიტრი ბრიკმანი სანკტ-პეტერბურგში დაიბადა და ისრაელში ცხოვრობს. ის ავტორია ფოტოალბომის ,,იერუსალიმი – არა მხოლოდ ქალაქი“, ასევე წიგნის ,,ფოტოგრაფია. დაინახო უკვე ნანახი“. საკუთარი ჟანრით ,,ფოტოთარგმანი“, მან შექმნა მრავალი სერია და არის წამყვანი და ავტორი ტელეგადაცემისა ,,საბავშვო, არასაბავშვო საკითხი“.

სხვა სიახლეები

ვინ არის ბერძნული “მასტერშეფის” ქართველი მონაწილე, რომელმაც ჟიური ჩაქაფულით მოხიბლა

Editor

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა

Editor

თბილისის ციფრული სივრცე გუსტავ კლიმტის გამოფენას უმასპინძლებს

Editor

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის კომპლექსური რეაბილიტაცია დასრულდა

Editor

საქველმოქმედო აქცია ბარბადოსსა და ჰაიტში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობის დასახმარებლად

Editor

CNN-მა მსოფლიოს საუკეთესო პურეულის რეიტინგში აჭარული ხაჭაპური დაასახელა

Editor