ფრანგულმა კლუბმა ქართველი მორაგბის პატივსაცემად მაისურებზე სპეციალური წარწერა დაიტანა

ბექა ბურდიაშვილის პატივსაცემად ფრანგული გუნდი “გროლე” სეზონის ბოლომდე სპეციალური ფორმით ითამაშებს. ფორმაზე ბექა ბურდიაშვილის სახელი და საქართველოს ოფიციალური დევიზი – “ძალა ერთობაშია” იქნება დატანილი. 

ქართველი მორაგბე ბექა ბურდიაშვილი საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა, ბექა ბურდიაშვილი ფრანგული კლუბის „გროლეს“ მოთამაშე იყო და ავარიის დროს „ლავორთან“ გასამართ მატჩზე მიემგზავრებოდა. ტრაგიკული შემთხვევის გამო „გროლე“-„ლავორის“ შეხვედრა აღარ გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.