ავსტრიული წარმატება

ავსტრიის დედაქალაქმა  საერთაშორისო ტურნირს მხატვრულ ტანვარჯიშში ‘’ახალგაზრდა ტალანტები ვენის თასი 2020’’  უმასპინძლა.

ტურნირში მონაწილეობდა 18 ქვეყნის ტანმოვარჯიშე. მათ შორის ქართველი ტანმოვარჯიშეებიც იყვნენ.

ჩვენმა გოგონებმა ელენე ბაქრაძემ და მარიამ გელიაშვილმა ძალიან კარგად იასპარეზეს.

ელენე ბაქრაძემ, 2011 წელს დაბადებულ გოგონათა შორის, A კატეგორიაში, მოიპოვა I ადგილი მრავალჭიდში, I ადგილი რგოლით ვარჯიშში და II ადგილი გურზებით ვარჯიშში.

მარიამ გელაშვილმა, 2009 წელს დაბადებულ გოგონათა შორის, A კატეგორიაში, მოიპოვა III ადგილი მრავალჭიდში, II ადგილი ბურთით ვარჯიშში და ასევე, მარიამი დააჯილდოვეს სპეციალური პრიზით ‘’გამარჯვების განსაკუთრებული მონდომებისთვის’’.

ორივე ტანმოვარჯიშეს  ეროვნული ნაკრებს გუნდის მწვრთნელი და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი ქალბატონი თინათინ ნადირაშვილი ავარჯიშებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები