დავით ალადაშვილი ქუთაისში უფასო კონცერტს გამართავს

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა კლასიკური მუსიკის მოყვარულებს სიურპრიზი მოუმზადა.

4 თებერვალს , ცნობილი ქართველი პიანისტი, დავით ალადაშვილი თეატრის სცენაზე უფასო კონცერტს გამართავს. იგი პეტრე ჩაიკოვსკის პირველ საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს. ორკესტრს კი ქუთაისის ოპერის თეატრის დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი უდირიჟორებს.

კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

დავით ალადაშვილი 1990 წლის 13 აპრილს თბილისში დაიბადა.  2007 წელს იგი  ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად  და შევიდა ჯულიარდის სკოლაში მუსიკის მოსამზადებელ განყოფილებაზე, სადაც მას ვიქტორ მუშკატკოლი ასწავლიდა. ჯულიარდის სკოლაში მისი  ბოლო პედაგოგები  ჯერომ ლოვენტალი და მატი რაეკალიო იყვნენ.

დავით ალადაშვილს პრესა  სცენისთვის დაბადებულ ემოციურ ვირტუოზს უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.