4 თებერვალს ჩატარდება პრეზენტაცია – მათემატიკის ახალი ოლიმპიადა აბიტურიენტებისთვის

4 თებერვალს, 19:00 საათზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში,  ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის ორგანიზებით, ჩატარდება პრეზენტაცია – მათემატიკის ახალი ოლიმპიადა აბიტურიენტებისთვის.

ამ ოლიმპიადის პირველი ეტაპი ჩატარდება 13 მარტს 14:00 საათზე ელექტრონულად. მონაწილეობა შესაძლებელია წინასწარ დარეგისტრირებული კანდიდატებისთვის, ხოლო მეორე ეტაპი ჩატარდება 5 აპრილს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.

მონაწილეები და მათი მასწავლებლები დასაჩუქრდებიან ფულადი და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ დაწესებული საჩუქრებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.