ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი მორის ყვითელაშვილი გახდა

23 იანვარს, ავსტრიის ქალაქ გრაცში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა მამაკაცთა შორის.

ჩემპიონატის პირველ დღეს, მოკლე პროგრამით სტარტი აიღო 28 ქვეყნის 35 მონაწილემ, მათგან მხოლოდ 24 საუკეთესო შედეგის მქონე მოციგურავეს მიეცა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის გაგრძელების უფლება. მაღალი კონკურენციის პირობებში მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამური 246, 71 ქულით ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ქართველი მოციგურავე მორის ყვითელაშვილი გახდა.

მორისი 2017 წლიდან ასპარეზობს საქართველოს სახელით. ამ ხნის მანძილზე მან არაერთი მედალი მოუტანა ჩვენ ქვეყანას საერთაშორისო ტურნირებიდან, თუმცა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მის სპორტულ კარიერაში პირველი გამორჩეული გამარჯვებაა.

მორის ყვითელაშვილის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი , ქართველი მოციგურავეების მეოთხე მედალია  ბოლო 2 თვის მანძილზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.