Japan Airlines- ის პირველი კლასის მგზავრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდებიან

2020 წლის 18 იანვარს Japan Airlines ლაუნჯის მენიუში ქართული ღვინო გამოჩნდა, ამის შესახებ ინფორმაციას Hvino news ავრცელებს.

იაპონური კომპანიის წარმომადგენლებმა უმაღლესი კლასის სიაში შესატანად შალაურის 2018 წლის მოსავლის რქაწითელი შეარჩიეს.

შალაური” კახეთში, სოფელ შალაურში მზადდება და ერთ-ერთ მაღალრეიტინგულ ღვინოდ მიიჩნევა – მას პროფესიონალი სომელიეებისგან – 89, ხოლო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ჟურნალებისაგან 88 ქულა აქვს მიღებული.

იაპონიის ავიახაზები მგზავრებს სპეციალურად მათთვის შერჩეულ ღვინოებს სთავაზობს, რომლებსაც ყოფილი ექსპერტი და სომელიე, კენიჩი ოჰაში არჩევს. იგი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთანაც და მუდმივად ცდილობს, ხელი შეუწყოს ქართული ღვინის პოპულარიზაციას იაპონიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები