ხელოვნების სასახლე გიწვევთ – „კუკნები – ქართული თოჯინის ისტორია“.

სათამაშო ბავშვობის განუყოფელი ნაწილია. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ თოჯინებს უფრო დიდი ხნის ისტორია აქვთ, ვიდრე სხვა სათამაშოებს.

როდის გაჩნდა პირველი სათამაშო… სად და როდის აღმოაჩინეს პირველი თოჯინა… რისგან ამზადებდნენ საქართველოში თოჯინებს… ხელოვნების სასახლე გიწვევთ ახალ საგანმანათლებლო პროგრამაზე – „კუკნები – ქართული თოჯინის ისტორია“.

პრაქტიკული სამუშაო იქნება ძალიან საინტერესო! წარმოდგენილი სამუშაო მასალის საშუალებით ბავშვები შეძლებენ დაამზადონ თითით სათამაშებელი ქართული თოჯინები.
პროგრამასთან ერთად ისინი დაათვალიერებენ ნანა ყაულაშვილის არაჩვეულებრივ გამოფენას – „თოჯინების საშობაო ზღაპარი“.

პროფესიით ოფთალმოლოგი ნანა ყაულაშვილი თვითნასწავლი მეთოჯინეა. 10 წლის წინ შვილისთვის შეკერილი პირველი სათამაშოთი საკუთარ თავში ახალი ნიჭი აღმოაჩინა და მეორე და ყველაზე საყვარელ საქმიანობად აქცია. ხელნაკეთი თოჯინები ახლა ხელოვნების სასახლეში მობრძანდნენ!
არ გაუშვათ შესაძლებლობა მოხვდეთ თოჯინების ზღაპრულ სამყაროში!
პროგრამები განკუთვნილია: სკოლის ასაკის მოსწავლეთათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები