გერმანიის ქალაქ კიოლნში ქართული კვირეული გაიხსნა

კიოლნში ქართული კვირეული საქართველოს შესახებ მომზადებული ფოტოგამოფენით – ,,Georgian Stories“ გაიხსნა 13 იანვარს გაიხსნა. გამოფენაზე ამავე სახელწოდების ფოტოკონკურსის გამარჯვებულების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. 

ქართული კულტურის კვირეული სტუდენტური გაერთიანება ,,აისის,, თავმჯდომარემ, ელენე შუბლაძემ, კიოლნის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დოქტორმა ვილსბერგმა და დოქტორმა ბილდჰაუერმა და საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ გახსნეს.

საქართველოს გენერალურმა კონსულმა მადლობა გადაუხადა ქართველ სტუდენტებს უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის. ხოლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას პროექტის მხარდაჭერისთვის. აღნიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია უნიკალური ქართული კულტურის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების პროცესში.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია კონცერტი, ქართული კალიგრაფიის გაკვეთილების, ტრადიციული კერძების დეგუსტაციისა და გერმანულ ენაზე ნათარგმნი ქართული ლიტერატურის პრეზენტაციის გამართვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები