ქართველი მოსწავლეები ფიზიკა-მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან 16 მედლით დაბრუნდნენ

მორიგი გამარჯვებითა და უპრეცედენტო შედეგით დაბრუნდნენ ქართველი მოსწავლეები ქალაქ ალმატიში გამართული ჟაუტიკოვის მე-16 საერთაშორისო ოლიმპიადიდან.

ქართველმა მოსწავლეებმა 16 მედალი – 3 ოქრო, 5 ვერცხლი და 8 ბრინჯაო. 16-დან 13 მედალი – 3 ოქრო, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო, კომაროვის სკოლის მოსწვალეებს ერგოთ. შესაბამისად, კომაროვის სახელობის 199-ე სკოლის გუნდმა მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა.

ასპარეზობა 2020 წ 8-12 იანვარს გაიმართა და მას 21 ქვეყნის 84 გუნდის 600-მდე მონაწილე ჰყავდა. ოლიმპიადაში თბილისის კომაროვის 199-ე, ვეკუას 42-ე და ქუთაისის რაზმაძის სახელობის 41-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლის გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.

აღშანიშნავია ისიც, რომ მწვრთნელებს შორის გამართულ შეჯიბრში პირველი ადგილი ქართველმა პედაგოგებმა – ლელა მამულაშვილმა და მიხეილ სოხაშვილმა მოიპოვეს. მესამე ადგილზე კი ვახტანგ შეკიშვილი , ლუკა ხიზანიშვილი და თეიმურაზ კალატოზი გავიდნენ.

“რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა ქართველის მოსწავლეების მიერ მიღწეული შედეგები როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ოლიმპიადებში. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია, შესაბამისად, ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გაძლიერება, ამ სკოლების თანამედროვე ტექნიკითა და ლაბორატორიებით აღჭურვა ზრდის მოსწავლეებში მოტივაციას და ხელს უწყობს მათ დაინტერესებას მეცნიერებით” – აცხადებენ განათლების სამინისტროში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები