ახალი ამბები

საქველმოქმედო საღამო ბავშვები ბავშვებისათვის

13 იანვარს, 18:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა  თეატრში, პატარა სუხიშვილებისა და სტუდია “ანა ბანას” საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება ბავშვთა ჰოსპისი  “ციცინათელების ქვეყანას” მხარდასაჭერად.

ბავშვთა ჰოსპისი “ციცინათელების ქვეყანა”  პალიატიურ მზრუნველობას უწევს 0-18 წლის ბავშვებს. ჰოსპისი 2017 წელს შეიქმნა და კერძო შემოწირულობების ხარჯზე მუშაობს. მისი მიზანი უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნვა და მათი ოჯახის წევრების თანადგომაა.

ისიამოვნეთ პატარა ვირტუოზების ხელოვნებით და დაეხმარეთ ბავშვებს, ვისაც ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.

სხვა სიახლეები

“ქართული დიასპორა” – ემიგრანტებისათვის პირველი ოფიციალური ვებ-პორტალი შეიქმნა

Editor

დარჩი სახლში, ჩვენ დავუკრავთ თქვენთვის!

Editor

ჯვრის მონასტრის მეორე ფაზის პროექტი კონკურსის მეორე რაუნდში გადავიდა

Editor

„დიანა ბაგრატიონის“ ფონდის ინიციატივით, აშშ-ში ეთნიკური ერთიანობისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო აქცია გაიმართა

Editor

უნგრეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

Editor

“დამზადებულია ქვევრში” – პოლონეთში ქართული ღვინისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა 

Editor