ქართველი მოციგურავეები ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გამოვლენ

2020 წლის 9 იანვარს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში სტარტს აიღებს ზამთრის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები და იგი 22 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები უმასპინძლებს 70 ქვეყნის 1880 სპორტსმენს, რომლებიც 16 სახეობაში მედლების 81 კომპლექტს გაითამაშებენ.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ სპორტულ დელეგაციაში წარდგენილი 10 სპორტსმენიდან, ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად, ფიგურულ ციგურაობაში იასპარეზებს ოლიმპიური საგზურის მფლობელი 5 სპორტსმენი:
ალინა ურუშაძე ( ერთეულები),
ალინა ბუტაევა – ლუკა ბერულავა ( სპორტული წყვილი),
იულია ლებედევა-ბითაძე -მიხეილ კაიგოროდცევი(ცეკვები).

გარდა, მოციგურავეებისა, ლოზანას ახალგაზრდულ ოლიმპიადას ქართველი მსაჯი, სალომე ჩიგოგიძეც ეწვევა და იგი სპორტული ცეკვებისა და წყვილების გამოსვლებს უმსაჯებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.