გამოფენა “საქართველოს მწვერვალები”

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 25 დეკემბერს, 17:00 საათზე, გაიხსნება გამოფენა „საქართველოს მწვერვალები“.

ექსპოზიციაზე წარმოადგენენ ფოტომასალას, რომელზეც კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და მის განშტოებებზე არსებული სხვადასხვა გამორჩეული მწვერვალია ასახული. საქართველოს ეროვნული არქივი ინახავს მრავალ ფოტოდოკუმენტს, რომლებიც  დიმიტრი ერმაკოვის, ვიტორიო სელას, გიორგი ნიკოლაძის კოლექციებშია გაერთიანებული. ამ ფოტოებზე აღბეჭდილი საქართველოს მწვერვალები სილამაზით, სიმკაცრითა თუ დახვეწილი გეომეტრიული ფორმებით სამუდამოდ ნუსხავს მნახველს.

გამოფენის ექსპონატებს შორის არის ასევე ფოტოები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექციიდან და დიმიტრი სილაქაძის პირადი არქივიდან.

ფოტოექსპოზიცია „საქართველოს მწვერვალები“ ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები