ირანულ – ქართული მხატვრული ფილმის პრემიერა 23 დეკემბერს შედგება

ირანულ – ქართული მხატვრული ფილმი, „დაბლენდი“  კინოეკრანებზე 30 იანვრიდან გამოვა. მანამდე კი, როგორც მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენიცაზე ფილმის რეჟისორმა, იბრაჰიმ იბრაჰიმიანმა და ერთ – ერთი მთავარი როლის შემსრულებელმა, მსახიობმა ლაშა კანკავამ განაცხადეს 23 დეკემბერს, 20:00 საათზე, თბილისში, კინოთეატრ “ამირანში”ამ ფილმის პრემიერა შედგება.

ეს ფილმი არის სიურეალისტური კომედიური დრამა, რომელიც ქართულ ენაზეა გადაღებული და მთავარ როლებს ცნობილი ქართველი მსახიობები ასრულებენ. ესენი არიან: დიმიტრი ტატიშვილი, ლაშა კანკავა, ბექა თურმანიძე, ანა მატუაშვილი, თენგიზ ავალიშვილი, სოფო სებისკვერაძე, სალომე ფაღავა, ასმათ ტყაბლაძე, ლაშა პატაშური, მამუკა ლორია, ნაირა გელაძე, ზურა ფიროსმანიშვილი, დავით ბეკოშვილი და სხვები.

„ძალიან არაპროგნოზირებადი სიუჟეტია. ფილმი რომ მთავრდება, საერთოდ ვერ ხვდები თუ შეიძლება მსგავსი განვითარების შემდეგ ასეთი დასასრული ჰქონდეს. საინტერესო ფილმია. საკმაოდ საინტერესო იყო მუშაობის პროცესი და თვითონ პერსონაჟებიც“ – აღნიშნა ლაშა კანკავამ.

„ფილმის გადამღები ძირითადი ჯგუფი ჩამოსული იყო ირანიდან და ქართველ კოლეგებთან ერთად შედგა ძალზედ კარგი თანამშრომლობა. ამ კინოპროექტის საქართველოში გადაღებების ტექნიკური უზრუნველყოფა განხორციელდა პროდიუსერ ნიკოლოზ ხომასურიძის ორგანიზებით“, – განაცხადეს ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა.

რეჟისორის თქმით, ეს პირველი ფილმია, რომელიც მან საზღვარგარეთ გადაიღო და ის ფილმის  ირანში ჩვენების ნებართვის მიღევას ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.