კიდევ ერთი ქართველი “ლა სკალას” სცენაზე

ოთარ ჯორჯიკია კიდევ ერთი ქართველი ტენორია, რომელიც “ლა სკალაში” გამოვიდა. მისი მილანური დებიუტი ჯაკომო პუჩინის “ტოსკაში” 16 დეკემბერს შედგა, სადაც მან კრავადოსის პარტია შეასრულა.  ქართველ ტენორს პარტნიორობას მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერლები უწევდნენ. 

“დღეს უბედნიერესი დღე მაქვს და ვფიქრობ, რომ მთელი საქართველოსთვის გამორჩეული ამბავი ხდება ლა სკალას თეატრში. რამდენიმე საათში კიდევ ერთი ქართველი საოპერო მომღერალი ასახელებს ჩვენს ქვეყანას, ანნა ნეტრებკოსა და „ტოსკას“ პრემიერის სხვა ცნობილ სოლისტთა შორის, სცენაზე ქართველი ოთარ ჯორჯიკია იდგება!!! მიხარია, რომ ფონდი „იავნანა“ ყოველთვის გვერდით ედგა მას, ჩემთვის კი შვილივით არის, გამორჩეული ტალანტის გარდა ის ღირსეული კაცია. მინდა გზა დავულოცო და დიდი წარმატება ვუსურვო ჩვენს საყვარელ ოთოს”, – წერს სოციალურ ქსელში პაატა ბურჭულაძე.

ოთარ ჯორჯიკია თბილისის კონსერვატორიისა და ვენის საშემსრულებლო ხელოვნების აკადემიის  დასრულების შემდეგ, კარიერა ოპერისა და ბალეტის თეატრში აგრძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.