ალგეთის ეროვნული პარკის ტურისტული ბილიკი – სამეფო ქედი

ალგეთის ეროვნულ პარკში ერთი მარკირებული ბილიკია –  სამეფო ქედი (6 კმ, 6-8 სთ, საფეხმავლო, საშუალო სირთულის)

მარშრუტი დაბა მანგლისიდან იწყება და საპიკნიკე ადგილის მიმართულებით, მართალხევის გავლით სოფ. დიდ ნამტვრიანამდე გრძელდება, საიდანაც სამეფო ქედით, უკან, მანგლისში ბრუნდება. ბილიკზე არსებული გადმოსახედებიდან არაჩვეულებრივად მოჩანს ალგეთის ეროვნული პარკის ხეობა და შერეული ტყით დაფარული მთაგორიანი ხედები. ბილიკზე მოგზაურობისას შეიძლება ნახოთ: შველი, კურდღელი, გარეული ღორი და რამდენიმე სახეობის გარეული ფრინველი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები