გერმანიის ქართული სათვისტომოს მიმართვა

დღეს გერმანიის ქართული სათვისტომოს გვერდზე მიმართვა გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“სათვისტომოს წევრებო და მეგობრებო!

გადავწყვიტეთ საახალწლოდ საქართველოში სოციალურად დაუცველი თანამემამულეები ტკბილეულითა და საშობაო საჩუქრით გავახაროთ. შერჩეული გვყავს რამდენიმე უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ოჯახი, რომლებსაც ჩვენი წარმომადგენლები მიუტანენ საახალწლო ნობათს.

ვიფიქრეთ, რომ ერთად უფრო მეტს დავეხმარებით და გადავიწყვიტეთ ყველას მივცეთ საშობაოდ კეთილი საქმის გაკეთების შესაძლებლობა. თითოეულ თქვენგანს შეუძლია გადმორიცხოს მხოლოდ 2 ევრო (სურვილის შემთხვევაში მეტი) გერმანიის ქართული სათვისტომოს საქველმოქმედო ფონდში და წვლილი შეიტანოს იმ ადამიანების გახარებაში, ვისაც სახელმწიფო დახმარება  არ ჰყოფნით. თუ თქვენც გაქვთ ინფორმაცია ასეთ ოჯახებზე, დაგვიკავშირდით და მოგვაწოდეთ მონაცემები.

ჩვენი ფონდიდან გამოყოფილი და თქვენს მიერ შემოწირული თანხა გაიყოფა იმ ოჯახების რაოდენობაზე, ვისაც ერთად შევარჩევთ და ყველას გახარებას შევძლებთ მცირედით მაინც.

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ 25 დეკემბრის ჩათვლით!

ამ საქველმოქმედო აქციის ამსახველ ფოტომასალას აუცილებლად მიიღებენ შემომწირველები. სურვილის შემთხვევაში ის ასევე განთავსდება გერმანიის ქართული სათვისტომოს გვერდზეც.

პატივისცემით, გერმანიის ქართული სათვისტომოს საქველმოქმედო ფონდი!”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.