“Stumari” – შვედეთში ქართული პაბი გაიხსნა

„სტუმარი“ ასე ჰქვია ქართულ პაბს, რომელიც რამდენიმე დღის წინ შვედეთის ქალაქ გოთენბურგში გაიხსნა.  იგი  განთავსებულია ზუსტად იმ შენობაში, სადაც 1897 წლიდან მთელ შვედეთში ცნობილი პაბი „Tidbloms“ მდებარეობდა.

ჩვენ ვაგრძელებთ ისტორიას, თუმცა, რასაკვირველია ვამატებთ უამრავ სიახლეს. შევცვალეთ მთლიანი კონცეფცია და მენიუ ქართული კერძებით შევადგინეთ მათთვის, ვისაც ისინი განსაკუთრებით ენატრება ან უბრალოდ ჯერ არც კი დაუგემოვნებია. ჩვენ ვაგრძელებთ ღვინისა და კერძების ასორტიმენტის გაფართოებას და საბოლოო ჯამში შევძლებთ, შევქმნათ საუკეთესო „ქართული გამოცდილება“ – ამბობენ „სტუმრის“ მფლობელები. 

ქართული პაბის სტუმრებს უკვე შეუძლიათ დააგემოვნონ ქართული ღვინო და ტრადიციული კერძები, მათ შორის, ხაჭაპური, ფხალი და ქოთნის ლობიოც კი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები