ქართველმა კარატისტმა რუსი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ქართველი კარატისტი,  ანდრეი ზინჩენკო მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში გამართულ კიოკუშინის მსოფლიო ჩემპიონატზე ზინჩენკო 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

კონტაქტურ კარატეში ევროპის სამგზის ჩემპიონმა ფინალში რუსი,  ივან ტუმაშევი დაამარცხა და ოქროს მედალიც მოიპოვა.

ყაზახეთში გამართულ მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა ჯამში 3 მედალი მოიპოვა. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი სერგო მოვსესიანი 60 კგ წონით კატეგორიაში გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლაშა ყამარაული ზემძიმე (95+) წონით  კატეგორიაში დაეუფლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.