ეროვნული ბიბლიოთეკა ლევილში ქართულ ბიბლიოთეკას მოაწყობს

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ლევილის მამულს ესტუმრა. მისი დახმარებით, ლევილის პატარა ბიბლიოთეკა ახალ სიცოცხლეს იწყებს.

“ლევილს ვესტუმრეთ ჩემს მეგობარ, შესანიშნავ დესპან გოჩა ჯავახიშვილთან ერთად, დაგვხდნენ ჩვენი ძველი მეგობრები, ქალბატონი ირენ ციციშვილი, ლევილის მმართველთა საბჭოს წევრი და ქალბატონი ელისო ტარასაშვილი, ასოციაცია “ქართული კერას” ვიცე-პრეზიდენტი. მოლაპარაკების შედეგად, ლევილის ისტორიულ მამულში ეროვნული ბიბლიოთეკა მოაწყობს ბიბლიოთეკას, რომელიც ორნაწილიანი იქნება — ერთი პირველი ემიგრაციის მიერ დატოვებული ფონდი და მეორე — დიდი ქართული ბიბლიოთეკა” — წერს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გიორგი კეკელიძე.

ერთი კვირის წინ, გიორგი კეკელიძე ტაო-კლარჯეთს სტუმრობდა, სადაც ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საკვირაო სკოლებში ქართული ბიბლიოთეკების გახსნა დაიწყო. ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებულ რამდენიმე სოფელში ქართული წიგნები ჩაიტანეს. დღეს კი, ახალ წამოწყებას საფრანგეთიც შეემატა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები