ლისაბონში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

11 ქართული კომპანიის მიერ ჩამოსხმული ღვინო პორტუგალიაში, ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციის საღამოზე დააგემოვნეს.

ლისაბონში გამართულ პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი ღვინის ექსპერტები, სუპერმარკეტებისა და სარესტორნო ქსელების წარმომადგენლები, იმპორტიორები და პორტუგალიაში ცნობილი მეღვინეები.

ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოსა და პორტუგალიის რესპუბლიკაში  საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა. როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, აღნიშნული პრეზენტაცია ხელს შეუწყობს პორტუგალიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციასა  და იმპორტის გაზრდას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.