“საქართველოს ღირებულებები” – წიგნის პრეზენტაცია კიოლნში

კვირას, 24 ნოემბერს 18:00 საათზე გერმანიაში, კიოლნში წიგნის “საქართველოს ღირებულებები” პრეზენტაცია გაიმართება.

,,საქართველო სამხრეთ კავკასიის ულამაზესი ქვეყანაა სტუმართმოყვარე ხალხით, თვალწარმტაცი პეიზაჟებითა და უნიკალური ისტორიით. წიგნი “საქართველოს ღირებულებები” უამრავ ინფორმაციას გვაწვდის ქვეყნის შესახებ და აქცენტს აკეთებს ქვეყანაში მიმზიდველ ბიზნეს პირობებსა და ინვესტიციების შესაძლებლობებზე. გაინტერესებთ უცხო კულტურა, ისტორია, ტრადიციები? ეძებთ ახალ ადგილს თქვენი ბიზნესისთვის? არ გამოტოვოთ წიგნის პრეზენტაცია“ – ნათქვამია ღონისძიების შესახებ სოციალურ ქსელში.

პრეზენტაციის შემდეგ, სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ქართული სამზარეულოს კერძები და ქართული ღვინო.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.