მალაიზიაში საქართველოს მონაწილეობით, საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

19 ნოემბერს საქართველოს საელჩომ მალაიზიაში მონაწილეობა მიიღო მალაიზიაში დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების მეუღლეების ასოციაციის მიერ, ორგანიზებულ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაში. საელჩო აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას უკვე მეორედ იღებს.

გამოფენა-გაყიდვაზე მონაწილეობა მიიღო 40-ზე მეტმა საელჩომ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მონაწილე ქვეყნების სხვადასხვა სახის პროდუქცია და ხელნაკეთი ნივთები. საელჩოებმა 40000-ზე მეტი აშშ დოლარი შეაგროვეს. შეგროვებული თანხა გადანაწილდება სხვადასხვა ადგილობრივ საქველმოქმედო ორგანიზაციებს შორის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები