„8000-წლიანი ისტორია შავი ზღვიდან“ -ფორბსი ქართული ღვინის შესახებ წერს

ცნობილი ამერიკული გამოცემა, „ფორბსი“ ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და მის თანამედროვეობას ვრცელ სტატიას უძღვნის.

სტატიაში საუბარია იმ უძველეს არქეოლოგიურ ნიმუშებზე, რომლებიც საქართველოს ღვინის სამშობლოდ აქცევს. ასევე, მიმოხილულია ქვევრში ღვინის დაყენების ტექნიკა და მისი უპირატესობა სხვა მეთოდით დაყენებულ ღვინოებთან შედარებით.

ავტორი, ტომას პელეჩი უნიკალურ ყურძნის ჯიშებზე საუბრისას რქაწითელს გამოყოფს და მკითხველს მის დაგემოვენებასაც ურჩევს.

ტომას პელეჩი ღვინის ტურიზმით დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, აუცილებლად ეწვიონ საქართველოს და დააგემოვნონ ქვევრის ღვინო, რადგან, როგორც პელეჩს საქართველოში უთხრეს, ”როდესაც თიხის ჭურჭელი დალუქულია – რა ხდება ქვევრში, ესაა საიდუმლო, რომელიც ღმერთსა და თიხას შორის რჩება“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.