ახალი ამბები

“თბილისური არტ სცენები” – ფორბსი ქართული ხელოვნებით დაინტერსდა

გამოცემა ფორბსი  საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ვრცელ სტატიაში დედაქალაქის  სახელოვნებო პოტენციალს განიხილავს და მას ახალგზარდა ხელოვანებისათვის საუკეთესო სივრცედ მოიხსენიებს.  

„ქალაქები, როგორებიცაა ნიუ – იორკი, პარიზი ან მოსკოვი, ამაყობენ თავიანთი ხელოვნებით, რომლითაც იზიდავენ მილიონობით ვიზიტორს მთელი მსოფლიოდან, თუმცა, ახლა პატარა, მაგრამ  საინტერესო ადგილზე მოგიყვებით, რომელიც გაცილებით მძაფრი მიმზიდველობით გამოირჩევა ხელოვნების მოყვარულთათვის“ – ნათქვამია სტატიაში

ავტორი, სტეფან რაბიმოვი თბილისის მუზეუმებსა და საგამოფენო სივრცეებსაც აცნობს დაინტერესებულ მკითხველს. „თანამედროვე ხელოვნების  მუზეუმი“, ეროვნული გალერეა და  პროექტი “ArtBeat”  მისი ფავორიტი ადგილების სიაშია.

სტაფან რაბიმოვი წლებია „ფორბსის“ კულტურის რუბრიკაში წერს, მისი ერთ-ერთი ბოლო პუბლიკაცია „ლუვრის ფუფუნების ისტორიას“ ეხებოდა.

სხვა სიახლეები

ინდუსტრიულ პროგრამაში CannesDocs შორენა თევზაძე მონაწილეობს

Editor

ბათუმელი მომღერალი თათია კობალაძე „თურქეთის ხმის“ – ‘’O Ses Türkiye’’- ს მონაწილეა

Editor

მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა 

Editor

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღებას აღნიშნავს

Editor

საქართველო მსოფლიო ახალგაზრდული, ტურისტული საგანმანათლებლო მოგზაურობის კონფედერაციის (WYSE Travel Confederation) წევრი გახდა

Editor

“დათა თუთაშხია”  დააჯარიმეს

Editor