ახალი ამბები

,,აფხაზეთიდან აფხაზეთამდე“ – დავით ბაძაღუას გამოფენა გაიხსნება

11 ნოემბერს, თბილისში თანამედროვე ქართველი მხატვრის დავით ბაძაღუას პერსონალური გამოფენა გაიხსნება.

“აფხაზეთიდან აფხაზეთამდე” სახელწოდება მრავლისმთქმელია და შესაბამისად ის ფილოსოფიურ ემოციებს მკვეთრად მიძლიერებს. მანძილი, რომელიც სათაურში შიგნით მოექცა, ერთგვარ ტრაგიკულობასა და იმედს ერთდროულად გამოხატავს. ბუნებრივია ჩემს მიერ ყოველი მონასმი ფუნჯით ტილოზე, მუდმივად ასახავენ ავტორის შინაგანი სამყაროს შინაარსს.

რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი მონატრება, ვიდრე ბავშვობაში დაბრუნებაა და ფიქრი წარსულის დაბრუნებაზე! ეს მშვენიერება დღევანდელმა აფხაზეთმა დროებით წაგვართვა, მაგრამ მეორე აფხაზეთი, რომელიც ჩემიცაა – აუცილებლად დამიბრუნებს წარსულის სითბოს და სიყვარულს!

უბრალოდ – ჯერჯერობით მიწევს ლოდინი აფხაზეთამდე!

ამიტომ ვარქმევ ბოლო ნამუშევრების გამოფენას “აფხაზეთიდან აფხაზეთამდე”! – წერს სოციალურ ქსელში მხატვარი.

დავით ბაძაღუას დღემდე მრავალ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მისი გამოფენები სხვადასხვა ქვეყნის სახელგანთქმულ გალერეებშიც ეწყობა.

მხატვრის ნამუშევრები ინდივიდუალობით გამოირჩევა. ხელოვნებათმცოდნეების შეფასებით, მის შემოქმედებაში ისახება იმპროვიზაციის, თამაშის, წარმოსახვის აშკარა ნიჭი, რაც ხდება მხატვრული ენის ფლობის თითქმის თანდაყოლილი უნარის საფუძველზე. ეს უნარები მან განავითარა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სწავლისა და საკუთარ თავზე დაუზოგავი მუშაობის პროცესში.

სხვა სიახლეები

ისრაელში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

Editor

„სუხიშვილებმა“ საზოგადოებას ახალი პროექტი – „არტეფაქტები“ წარუდგინა

Editor

ჩეხური გამოცემა საქართველოს სპელეოტურიზმის შესახებ წერს

Editor

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 13 პაციენტი განიკურნა 

Editor

ლონდონის უესტმინსტერის უნივერსიტეტმა ყოველწლიურ კონფერენციას „საქართველოს დღე” უმასპინძლა

Editor

ინფორმაცია უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ

Editor