ახალი ამბები ტურიზმი

ქართული ღვინო იაპონიაში – ქალაქმა კაგოშიმამ დეგუსტაციას უმასპინძლა

ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, იაპონიის ქალაქ კაგოშიმაში 7 ნოემბერს გამართულ დეგუსტაცია-სემინარს, კომპანია „Red Bridge“-ის ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში და იაპონელი ტოპ-სომელიე მოტოჰირო ოკოში უძღვებოდნენ.

„ქართული ღვინის ხარისხი გაუმჯობესებულია, მეტად იგრძნობა მრავალფეროვანი გემოები და სტილი. ეს ნიშნავს, რომ მწარმოებელთა მიზნებში გლობალურ ბაზარზე გასვლა და ახალი გემოების დამკვიდრებაა.  ჩვენ მივესალმებით ახალი გემოებისა და განსხვავებული ტექნოლოგიების გავრცელებას“ – აღნიშნა სემინარზე კენიჩი  ოჰაშიმ.

კაგოშიმაში  შეკრებილებს გააცნებს ქართული ღვინის 8000-წლიანი ისტორია, მრავალფეროვანი ჯიშები  და ქართული ღვინის თანამდროვე ინდუსტრია. ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ, როგორც პროფესიონალი სომელიეები, ასევე დისტრიბუტორები, რესტორნების, სასტუმრო და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და შესაბამისად, ექსპორტის ზრდასაც.

სხვა სიახლეები

თბილისი Délice Network-ის წევრი გახდა

Editor

ქართველი მთამსვლელები „ოქროს წერაყინის“ ნომინანტთა სიაში მესამედ მოხვდნენ

Editor

„თბილისი – აღმოსავლეთის „ცხელი“ წერტილი“ – საქართველო ფრანგული გამოცემის გვერდებზე

Editor

სიყვარულით ამერიკიდან

Editor

გერმანულ-ფრანგულმა ტელევიზიამ სვანეთის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო

Editor

Egert Milder-ის სიმღერა – “Georgia (On My Mind)” ევროვიზიის შიდაშესარჩევი ტურის ფინალშია 

Editor