საქართველოს საელჩომ ნორვეგიაში ქართული ღვინოების დეგუსტაციას უმასპინძლა

„ღვინო ზღაპრული ქვეყნიდან“ – საქართველოს საელჩომ ნორვეგიაში ქართული ღვინოების დეგუსტაციას უმასპინძლა.

შეხვედრაზე, ქართულ-ნორვეგიული სავაჭრო პალატისა (GNCC) და ნორვეგიული კომპანია Gvino-ს თანაორგანიზებით გაიმართა სემინარიც, რომელზეც ისაუბრეს ქართული ღვინის, მისი დაყენების უნიკალური მეთოდებისა და მეღვინეობის ხანგრძლივი ტრადიციების შესახებ.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ნორვეგიელი ჟურნალისტები და ბლოგერები, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს ელჩი ნორვეგიის სამეფოში, მაია ყიფშიძე.

შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ქართული ღვინის მწარმოებლებმაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.