30 ოქტომბერს, ამერიკული უნივერსიტეტების გამოფენა გაიმართება

30 ოქტომბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ქსელი EducationUSA დაინტერესებულებს იწვევს ამერიკული უნივერსიტეტების გამოფენაზე.

ვიზიტორებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია, როგორ გახდნენ აშშ-ში სტუდენტი და როგორ მოიპოვონ დაფინანსება უმაღლესი განათლების ყველა საფეხურზე. გამოფენაზე თავს მოიყრის 16 ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენელი.

გამოფენის ორგანიზატორები EducationUSA (აშშ-ის მთავრობის საგანმანათლებლო ქსელი) და საერთაშორისო განათლების ცენტრი, აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, ასევე ამერიკული საბჭოები (ვაშინგტონის ოფისი) არიან.

ღონისძიება 15:00 საათიდან 18:00 საათამდე თბილისში, სასტუმრო რუმსის საგამოფენო დარბაზში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.