“Made in Georgia” – მსოფლიოში

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ საქართველოში ქართული პროდუქტის მწარმოებელ კომპანიებს ფინანსურ ხელშეწყობასა  და თანადაფინანსების პროგრამით გათვალისწინებულ  ორწლიან სესხებს სთავაზობს.

„აჭარა ტექსტილი“ და „აჭარა ჯგუფი“ სააგენტოს მხრიდან ასეთი სახის დახმარებით უკვე  სარგებლობენ, რის შედეგადაც მათ თავიანთი პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე გატანა და საერთაშორისო ბრენდების გვერდით „ლეიბელის“ „Made in Georgia“-ს დაფიქსირება  წარმატებით შეძლეს.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“  ქართველ მეწარმეებს მსოფლიოში სავაჭრო ბაზრების მოძიებას სთავაზობს, სადაც ისინი თავიანთი პროდუქციის წარმოჩენას უკეთ შეძლებენ.

სააგენტო საერთაშორისო ბაზარზე, ქართული პროდუქციის „გაშვებას”, წელიწადში 20-მდე სხვადსხვა მიმართულების გამოფენებზე წასვლას უზრუნველყოფს. საქართველოს ძირითადად გააქვს: საკვები, სასმელი, ტექსტილი და ავეჯი.

წელს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“  40-მდე კომპანიის წარდგენას აპირებს ჩინეთში – „China international import & export”-ზე. მნიშვნელოვანია, რომ შარშან საერთაშორისო ბაზარზე ქართული პროდუქტი 10 მლნ-იან  (აშშ დოლარი) კონტრაქტზე „გავიდა“!  მსოფლიო ბაზარს ლიმიტი არ აქვს- შესაბამისად, არც „Made in Georgia”-ს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები