მარტვილის კანიონი ევროპის საბჭოს კონკურსის გამარჯვებული გახდა

მარტვილის კანიონის განვითარების პროექტი ევროპის საბჭოს ევროპის ლანდშაპტების კონვენციის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული გახდა. დაჯილდოების ცერემონია 2020 წელს, “ევროპის საბჭოს ლანდშაპტების ფორუმის“ ფარგლებში გაიმართება.

გამარჯვების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ევროპის ლანდშაპტების კონვენციის აღმასრულებელი მდივნისგან, მაგელონ დეჟან-პონისგან მიიღო.

მარტვილის კანიონისთვის ჯილდოს მინიჭება მისმა განსაკუთრებულმა მნიშვნელობამ და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების გაზრდაში შეტანილმა წვლილმა განაპირობა.

პრიზის მოსაპოვებლად ევროსაბჭოს 47 წევრი ქვეყნის პროექტი იყო წარმოდგენილი, რომლებმაც მნივშნელოვანი როლი ითამაშეს ლანდშაპტების აღდგენაში, მათ მართვაში და მართვის პროცესში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფაში. კონკურსი ტარდება 2008 წლიდან, მასში იმარჯვებენ ისეთი ქვეყნების პროექტები, როგორიცაა: იტალია, საფრანგეთი, შვეიცარია, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო.

მარტვილის კანიონი საქართველოს ბუნების ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია, რომელიც  2019 წლის ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორია გახდა. მიმდინარე წელს კანიონს უკვე 150 000 ვიზიტორი ეწვია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.