ქართულ-რუმინული ურთიერთობების 300 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა რუმინეთში

ქართულ-რუმინული ურთიერთობების 300 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენასთან დაკავშირებით, რუმინეთში საქართველოს საელჩომ ვიდეო-სიუჟეტი მოამზადა.

ღონისძიება საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველო – რუმინეთის ურთიერთობების 300 წლისთავს მიეძღვნა და ის რუმინეთის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ორი ქვეყნის ისტორიულ-კულტურული ურთიერთობის ამსახველი ფოტოები და ქართლის მეფის, ვახტანგ VI -ის დროინდელ თბილისის სტამბაში დაბეჭდილი 17 უნიკალური წიგნი.

აღსანიშნავია, რომ ვახტანგ VI – ის სტამბა თბილისში დაარსდა 1709 წელს და მოქმედებდა 1722 წლამდე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხსენებულ სტამბაში დაბეჭდილი წიგნების სრული კოლექცია საქართველოს საზღვრებს გარეთ გამოიფინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.