საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სამბოში 13 მედლის მოპოვება შეძლო
კვიპროსზე მიმდინარე 2025 წლის სამბოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა (დიდები) სამბოში ისტორიაში პირველად 13 მედლის მოპოვება შეძლო.
აღსანიშნავია, რომ მამაკაცებში სპორტულ სამბოში შვიდმა სპორტსმენმა დაიკავა საპრიზო ადგილები…