კატეგორია

საქართველო და ქართველები

რატომ გაიცინა აკაკიმ, როდესაც „ქართველ ქალთა საზოგადოების“ საპატიო წევრად აირჩიეს

აკაკის უყვარდა ქალები და ამას არც მალავდა... ქალებიც აღმერთებდნენ მას და ამით ბედნიერი იყო... ერთხელ, უკვე მხცოვანი აკაკი წერეთელი გორში ჩაბრძანებულა და „ქართველ ქალთა საზოგადოების“ კრებას დასწრებია. დარბაზი ქალებით ყოფილა გადაჭედილი,…

რა არის თქვენში ქართული? – შეკითხვა ჯორჯ ბალანჩინს

წარმოშობით ქართველი ბალეტმაისტერი, ამერიკის კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი  ჯორჯ ბალანჩინი, მთელ მსოფლიოში აღიარებულია თანამედროვეობის უდიდეს ქორეოგრაფად. "ბატონო გიორგი, თქვენ ქართველი ხართ? რა არის თქვენში ქართული?“ - ჰკითხეს ერთხელ…

რამდენი წლის ისტორია აქვს ღვინოს „ყვარელი“ და რა განსაზღვრავს მის ხავერდოვან და ჰარმონიულ გემოს

ამჟამად, რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „ყვარელი“ არ იზიარებს ყვარლის მხარეში გაბატონებული „ქინძმარაულის“ ისტორიულ წარსულს, დაყენების ხანგრძლივ ტრადიციასა და ლეგენდებს, რომლებიც ყვარლის ციხეზე აშენებულ მარანს უკავშირდება.…

რატომ დაწვა იაკობ გოგებაშვილმა ოფიციალური დოკუმენტები და ვისთან ერთად შეუდგა „ქართველთა შორის…

იაკობ გოგებაშვილმა, ამ დინჯმა და დარბაისელმა კაცმა ბობოქარი ახალგაზრდობა განვლო. 1874 წელს, როდესაც იაკობი თბილისის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორის მოვალეობას ასრულებდა, ე.წ. უწმიდესი სინოდის ობერპროკურორის რწმუნებულმა კერსკიმ…

როდის ჩამოისხა პირველი „მუკუზანი“ და როდის მოიპოვა აღიარება–ბროწეულისფერი ღვინის ისტორია

მუკუზანის ჩამოყალიბებამ დაასწრო რუსული წყობილების შემოსვლას საქართველოში. მუკუზანის ღვინო ჯერ კიდევ იმ პერიოდში ჩამოყალიბდა, როდესაც წინანდლის მამულები და ვენახები ჭავჭავაძეების ხელში იყო და ფრანგი მეღვინეები კონსულტაციას უწევდნენ გარსევან…

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

ეს დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს, საქართველოს დროშის შესახებ ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნა. საქართველოს სახელმწიფო ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს ეროვნული სიმბოლოა გერბთან და ჰიმნთან ერთად, ის შემოღებულ იქნა საქართველოს…

მეგრული “კუჩხა” – ძველით ახალი წელი სამეგრელოში

ახალი წელი წარმოუდგენელია ქართული ფილმ "კუჩხი ბედინერის" გარეშე, რომელშიც მოქმედება სამეგრელოში ხდება. მთავარი ამბავი კი იმის გარკვევაა, ვინ უკეთესი მეკვლე იქნება - ბროლია თუ წინასწარ შეთანხმებული პაჭუ. ფილმის სახელი "კუჩხი ბედინერი"…

დღეს სამცხის დედათა მონასტრის წინამძღვარის (XI) ღირსი საბიანას ხსენების დღეა

საქართველო ოდითგანვე ცნობილია ქალი სიწმიდით. საქართველოს დედათა მონასტრებში მოღვაწე ქალები საოცარი გულმოდგინებით გამოირჩეოდნენ: გამუდმებული ლოცვა, მარხვა, ხელსაქმე და ობოლთა აღზრდა იყო მათი ძირითადი მოვალეობა. მონაზონ დედათა სიწმიდესა და…

იღუმენია ნინო – სამთავროს წმინდა ნინოს ეკლესიის შემნახველი და დამცველი

ამონარიდი საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის 2016 წლის 22 დეკემბრის სხდომის ოქმიდან: "წმიდათა დასში ასევე შეირაცხოს იღუმენია ნინო (ამილახვარი 1815-1904) და ეწოდოს მას, – ღირსი ნინო (სამთავროს დედათა მონასტრის…

1885 წლის 10 იანვარს ექიმი, მეცნიერი ივანე ბერიტაშვილი დაიბადა

1885 წლის 10 იანვარს, სოფელ ვეჯინში,  ღარიბი მღვდლის, სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში ივანე ბერიტაშვილი დაიბადა.  სოლომონსა და მის მეუღლეს, სალომე სამჭკუაშვილს, 12 შვილი ჰყავდათ, ივანე მეთერთმეტე იყო. თავდაპირველად ივანე თელავის სასულიერო…

1900 წლის 8 იანვარს მწერალი გიორგი ლეონიძე დაიბადა

გიორგი(გოგლა) ლეონიძე სოფელ პატარძეულში, 1900 წლის 8 იანვარს დაიბადა.. 1907 წელს იგი თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. ამ პერიოდში მან თანამოაზრეებთან ერთად ლიტერატურული წრე ჩამოაყალიბა. 1913 წელს მან სწავლა განაგრძო თბილისის…

რას გვიყვება XVII საუკუნის ხელნაწერი ახალი წლის შესახებ

ძველად ახალ წელს „წელიწადის თავი დღე“ ერქვა. ამ დღესასწაულს სამეფო კარზე განსაკუთრებულად ზეიმობდნენ. „ხელმწიფის კარის გარიგების“ თანახმად საახალწლოდ მეფე საგანგებოდ იმოსებოდა. მისი შემოსვის პატივი მხოლოდ მონადირეთუხუცესს ჰქონდა (სხვა…