დღეს დღესასწაულია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისა
მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა კენჭი ყარეს საქადაგებლად. ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად , მაგრამ რადგან მისი მიძინების ჟამი დგებოდა, მაცხოვარმა უთხრა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა…