კატეგორია

მხოლოდ ქართული

ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიციასა და მთიანეთში ლუდის ხარშვის მეთოდს ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ჩოხა–ახალუხის ტარების ტრადიციას და საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველეს ტრადიციულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული…

ბულგარული გამოცემა:” ქართულ სამზარეულოში თავმოყრილია ამიერკავკასიის, აზიის და შავი ზღვის რეგიონის…

ცნობილ ბულგარულ გაზეთში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ქართული სამზარეულოს მნიშვნელობაზე, უნიკალურობასა და მის მახასიათებლებზე მოგვითხრობს. “კერძების დაგემოვნება ქართველებისთვის დიდი რიტუალია - ეს არის დრო საუბრებისთვის, აზრთა…

ქურციკების მეექვსე თაობა დაიბადა

საქართველოში ქურციკების სრულფასოვანი პოპულაციის აღდგენისათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. ქურციკი, იგივე ჯეირანი, გასული საუკუნის 60-იან წლებში გადაშენდა.   2013 წლიდან ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, საქართველოს მთავრობისა და…

ქართული საზამთროს ჩირი ექსპორტზე იაპონიაში გადის

კომპანია ,,ჩიკორმა” იაპონურ სავაჭრო კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც  ქართული წარმოების საზამთროს ჩირი იაპონურ ბაზარზე გაიყიდება. შექმნილი ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად,  ,,ჩიკორს”, დღეის მონაცემებით, 2020 წლის…

თბილისის ზოოპარკი 13 ივნისის სტიქიამდე და სტიქიის შემდეგ (ფოტოკოლაჟი) 

2015 წის 13 ივნისს მომხდარმა წყალდიდობამ თითქმის მთლიანად დაანგრია თბილისის ზოოპარკი და მისი უამრავი ბინადარი იმსხვერპლა.ფოტოების პირველი ნაწილი 2015 წლის მარტში, სტიქიამდე 3 თვით ადრეა გადაღებული, მეორე ნაწილი კი 14-15 ივნისს,…

“ტალახიანი მზიურის თაობა” – ქართული ერთიანობის მაგალითი 

წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში 2015 წლის 13 ივნისს მოხდა - სტიქიამ 23 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი. ცხოველების დიდი ნაწილი ნიაღვარს ემსხვერპლა, დანარჩენებმა კი ვოლიერებს თავი დააღწიეს და…

“შატილიონი ქალის ამბავი, აკვანში ტყვიით მოკლული ჩვილი რომ დაუმალა ქმარს”

წარსულში მომხდარი ამბები დროთა განმავლობაში მოარულ ლეგენდებად იქცევა, თაობიდან თაობაში გადასული კი ხშირად იცვლება, დაუჯერებელ ელემენტებსაც იძენს და ხანდახან რთული წარმოსადგენია ლეგენდის კავშირი რეალობასთან. თუმცა, ვინც ოდნავ მაინც იცნობს…

11 ივნისს მორის ფოცხიშვილი დაიბადა

1930 წლის 11 ივნისს თბილისში ქართველი პოეტი და მთარგმნელი მორის ფოცხიშვილი დაიბადა.  იგი ალბერტ შვაიცერის მშვიდობის მედალის, ზვიოზდოსლავის, ოვანეს თუმანიანის, აკაკი წერეთლის და გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის მფლობელია, ასევე…

იაპონიის “ჰიტად ქცეული პროდუქტების რეიტინგში” შქმერული მოხვდა

იაპონიის წამყვანმა გაზეთმა, ნიკკეიმ 2020 წლის პირველ ნახევარში ჰიტად ქცეული პროდუქტების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგი შედგენილია სუმოს მოჭიდავეთა ე.წ. „ბანძუკეს“ მსგავსად და ყოველ წელს დიდი პოპულარულობით სარგებლობს იაპონელთა შორის. წელს,…

“კროა ქალები” – მრეცხავები მე-19 საუკუნის თბილისში 

მრეცხავი ქალის ქურდობის ამბავზე, ალბათ, ყველას ლეგენდარული მიუზიკლი "ვერის უბნის მელოდიები" გვახსენდება, თუმცა, მე-19 საუკუნის თბილისში მრეცხავები ხშირად ქურდობდნენ და  არც თუ ისე კეთილი მიზნებისთვის, როგორც ეს ვარდოს შემთხვევაში იყო. …

ჭაჭუნას აღკვეთილი – ასე იყოფენ ლეშს ორბი და ტურა

ჭაჭუნაში, Sabuko • Birdlife Georgia-ს დაკვეთით, აღკვეთილის ბიომრავალფეროვნებაზე, დოკუმენტური ფილმის გადაღება მიმდინარეობს. საინტერესო კადრების აღსაბეჭდად, თხის ლეში სპეციალურად სამალავის წინ დაიდო, გადაღება კი 16 საათი მიმდინარეობდა.…

მონასტრის კედლებში შექმნილი შთამბეჭდავი ნამუშევრები – დედა ბარბარეს საოცარი ხელოვნება ხარების…

ამ საოცარ ნამუშევრებს ხარების დედათა მონასტრის წინამძღოლი, იღუმენია ბარბარე ქმნის. თითქოს ყველა ნამუშევარში იგრძნობა ის სულიერი სიმშვიდე, რაც მონასტრის კედლებში სუფევს. ნატიფი, ნაზი და დახვეწილი ნამუშევრები, ულამაზესი ფერთა გამა და…