საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კოლუმბიაში გამართულ ფიზიკის 56-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კოლუმბიაში გამართულ ფიზიკის 56-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IPhO 2026) წარმატებით იასპარეზა.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ინფორმაციით, ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის მოსწავლემ ირაკლი მექვაბიშვილმა. საპატიო სიგელები გადაეცათ ამავე სკოლის მოსწავლეებს – ნიკოლოზ თავხელიძეს, ალექსანდრე ათანასოვს, ლუკა მელაძესა და თევდორე ხაჩიძეს.

გუნდის ლიდერია რამაზ ხომერიკი, თანალიდერი – გიორგი ფერაძე, ხოლო ასისტენტები არიან გიორგი გრიგოლია და გიორგი ბახტაძე.

ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შერჩევა, მომზადება და ოლიმპიადაში მონაწილეობა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

IPhO 2026ოლიმპიადაფიზიკის