ელენე ცარციძე სწავლას Duke University-ის Fuqua School of Business-ში განაგრძობს

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ელენე ცარციძე სწავლას აგრძელებს აშშ-ში, Duke University-ის Fuqua School of Business-ში, ბიზნეს ადმინისტრირების (MBA) ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე. მან მოიპოვა 100 000 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება.
თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციით, ელენეს შეთავაზება ჰქონდა რამდენიმე ბიზნესის სკოლიდან, მათ შორის, NYU Stern-გან (New York University), თუმცა საბოლოოდ არჩევანი შეაჩერა Duke University-ზე, მრავალფეროვანი აკადემიური შესაძლებლობებისა და კურსდამთავრებულთა მიღწეული შედეგების გამო.