გიორგი დათუკიშვილმა Excel-ის გლობალურ სამიტზე გაიმარჯვა ნომინაციაში “ამომავალი ვარსკვლავი Excel-ის ინდუსტრიაში” 

“ელექტრონული აკადემიის” დამფუძნებელმა, პროფესორმა და ტრენერმა, გიორგი დათუკიშვილმა Excel-ის გლობალურ სამიტზე გაიმარჯვა  ნომინაციაში ამომავალი ვარსკვლავი Excel-ის ინდუსტრიაში”. 
ჯილდო გიორგი დათუკიშვილს 20 მაისს, ლონდონში გამართულ Global Excel Summit-ზე გადაეცა.
საქართველოს წარმომადგენელთან ერთად, ჯილდოზე ნომინირებული იყო სხვადასხვა ქვეყნის 4 წარმომადგენელი საბერძნეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან და უნგრეთიდან.

სიხარულითა და სიამაყით გიზიარებთ, რომ ლონდონში Excel-ის გლობალურ სამიტზე გავიმარჯვე ნომინაციაში – “ამომავალი ვარსკვლავი Excel-ის ინდუსტრიაში”.

მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის ყველას, ვინც მცირე წვლილი შეიტანეთ ამ გამარჯვებაში! ეს ჯილდო ჩემს ქვეყანასაც ეკუთვნის და საქართველოსთვისაც დიდი აღიარებაა”, – წერს გიორგი დათუკიშვილი.
Global Excel Awards-ი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოებაა Excel-ის სფეროში. ის მსოფლიოს წამყვან პროფესიონალებს, ინოვატორებსა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს. ჯილდო, რომელიც გიორგი დათუკიშვილს გადაეცა, იმ ადამიანების აღიარებაა, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მონაცემთა ანალიტიკის განვითარებასა და ცოდნის გავრცელებაში.
გიორგი დათუკიშვილი