საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე  საქართველოს ახალ, 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს.

სამ კანდიდატს შორის კენჭისყრის შედეგად კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) 22 ხმა მიიღო, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ცხრა ხმა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) შვიდი ხმა.

“ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად, ვღებულობ მორჩილებით, ღვთის მადლითა და სასოებით”, – განაცხადა საქართველოს ახალმა კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ.