8 მაისს საქართველოში ღვინის ეროვნული დღე აღინიშნება.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე 15:00-22:00 საათის ჩათვლით გაიმართება, სადაც დაგხვდებათ:
- ქართული ღვინის დეგუსტაცია;
- სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობა;
- ღვინის დღესთან დაკავშირებული ბრენდირებული აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა;
- დეკორაციები/ფოტო ზონები;
- თემატური ინსტალაციები;
- ცოცხალი მუსიკა.
ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში გაიმართება კონფერენცია, რომელიც მოიცავს როგორც სამეცნიერო, ასევე, გლობალური ღვინის ბაზრების მიმოხილვის ნაწილს. კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნიდან სპეციალურად მოწვეული სტუმრები პრეზენტაციას გამართავენ.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.