ალექსანდრე ბზიაშვილმა ისტორია დაწერა – ის პირველი ქართველია კალიფორნიაში, საკრამენტოში, რომელმაც პოლიციის აკადემიის ყველა მოდული უმაღლესი ქულით დაამთავრა ელიტარული შერიფი გახდა. სწორედ ამიტომ, ბევრისგან განხსვავებით, მას ამერიკის შეერთებული შტატების ყველა შტატში შეუძლია მუშაობა.
“გილოცავ დედა , შენ გყავს ამერიკაში , კერძოდ კალიფორნიაში, პოლიციის აკადემია დამთავრებული შვილი “ — მირეკავს ამ წამს სანდრო!!! როგორ არ უნდა ვიამაყო”, – წერს სოციალურ ქსელში ლელა ნინუა.
ჟურნალისტ ლელა ნინუას, რომელიც ამჟამად ემიგრაციაში იმყოფება, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც კარგად იცნობენ. ჩვენი მკითხველიც არაერთხელ შეხვედრია მას. ქართული კვირა დაუკავშირდა მას და გაესაუბრა.
ლელე ნინუა: “ვულოცავ ჩემს შვილს, ვულოცავ არაჩვეულებრივ მოდერატორს თამარ მოსიძეს, ადამიანს, რომელმაც ერთადერთი ზარით და გასაუბრებით ჩემი სანდროს გზა და სურვილი ამ დღემდე გაკვალა! ესაუბრა სანდროს და გზა დაუგეგმა. ყველას გისურვებთ ასეთ მეგობარს კდა უკლებლივ ! უკლებლივ ! ყველა დედას ამ სიამაყის განცდას, ჩვენ დრო ამაში დავხარჯეთ! მადლობა. საამაყო შვილის დღესასწაულები არ მოგიშალოთ უფალმა ! მიყვარხართ ყველა გულწრფელი ადამიანი, ვისაც გჯეროდათ ჩვენი!
მადლობა ყველა ქართველს, ვინც დაესწარით სანდროს აკადემიის დამთავრებას !