თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმატებით დაასრულეს Willem C. Vis International Commercial Arbitration Moot-ის კონკურსი (33rd VIS MOOT), რომელიც ავსტრიაში, ვენაში გაიმართა.
კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან 400-მდე გუნდი მონაწილეობდა.
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის Vis Moot-ის გუნდმა საუკეთესო 64 გუნდში მოიპოვა ადგილი და Eric E. Bergsten-ის სახელობის ჯილდოზე საუკეთესო გუნდური ზეპირი გამოსვლებისთვის საპატიო აღნიშვნა (Honorable Mention) დაიმსახურა.
“უნივერსიტეტის სახელით კონკურსში მონაწილეობდნენ საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები მარიშა გვაზავა, ნატალი დოლაბერიძე, ანა ფრუიძე, ანა ღვინიანიძე და თედო ჯგუშია. გუნდის მწვრთნელები იყვნენ სამართლის სკოლის კურსდამთავრებულები: მარიამ ჯიქია, სალომე დიასამიძე, ლიკა თურმანაული, ნინო კარტოზია და ნიცა სირაძე.
ვენაში გამგზავრებამდე, გუნდმა არაერთ წარმატებას მიაღწია სხვადასხვა Pre-Moot-ში:
– პირველი ადგილი და საუკეთესო მომხსენებლის ჯილდო (ანა ღვინიანიძე) – 15th Tbilisi Vis Pre-Moot
– პირველი ადგილი და საუკეთესო მოპასუხის ჯილდო (ანა ღვინიანიძე, მარიშა გვაზავა) – XVII Warsaw x SIAC Pre-Moot
– პირველი ადგილი – IntLaw LLP Cup Pre-Moot
გუნდის კონკურსში მონაწილეობა დააფინანსა ცოდნის ფონდმა”, – ნათქვამია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.