გიორგი სარდალაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში მოქმედი ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ქართველი ფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძესთან მტკივნეული ილეთით დამარცხდა.

ხვალ, 17 აპრილს, ტურნირზე ხუთი ქართველი ძიუდოისტი იბრძოლებს – კაცთა შორის 73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილი და მიხეილ ბახბახაშვილი, ხოლო ქალებში ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე (ორივე – 57 კგ) და ნინო წიკლაური (63 კგ).

ბგიო4გი სარდალაშვილი