საბერძნეთში დასრულდა ევროპის ასაკობრივი პირველობა ელვისებურ ჭადრაკში, სადაც ქართველმა გოგონებმა წარმატებით იასპარეზეს.
10 წლამდე ასაკში სარა სალთხუციშვილმა და მარიამ რეხვიაშვილმა 18 შესაძლებლობიდან 13–13 ქულა დააგროვეს და III–IV ადგილები გაინაწილეს.
დამატებითი მაჩვენებლების გათვალისწინებით, სარამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.