ნიცა სირაძე სწავლას ჟენევის უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და IHEID-ის სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული ნიცა სირაძე სწავლას ჟენევის უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და Graduate Institute of International and Development Studies-ის (IHEID) საერთაშორისო დავების მოგვარების ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე (MIDS) აგრძელებს.

პროგრამის ფარგლებში, ნიცა ორ უნივერსიტეტში გაივლის ზოგად, ინტენსიურ და არჩევით კურსებს, ასევე მონაწილეობას მიიღებს 4 საერთაშორისო კონფერენციაში და სასწავლო ვიზიტით რამდენიმე ქვეყანას მოინახულებს.

“MIDS საერთაშორისო დავების მოგვარების მიმართულებით ერთ-ერთ საუკეთესო და ყველაზე პრესტიჟულ პროგრამადაა აღიარებული. ნიცას ყურადღება კი მიიპყრო კურიკულუმით, ნეთვორქინგის საშუალებებით, საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკოსი პროფესორებითა და კარიერული ცენტრით.

ნიცას დიდი ინტერესია სამომავლოდ კარიერის გაგრძელება საერთაშორისო არბიტრაჟის მიმართულებით რომელიმე იურიდიულ კომპანიაში ან ინსტიტუტში და ამ პროგრამის შესაძლებლობები კარიერული მიმართულებით სრულად არის თანხვედრაში ნიცას სამომავლო ინტერესებთან”, – ნათქვამია თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.